პარატიჩი 11 ფეხბურთელს აკვირდება
პარატიჩი 11 ფეხბურთელს აკვირდება

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი სამომავლოდ 11 ფეხბურთელს აკვირდება. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, იტალიური გრანდის უპირველესი მიზანი პოლ პოგბას დაბრუნება იქნება. კლუბი თავდასხმის გაძლიერებასაც გეგმავს, სადაც კვლავ მაურო იკარდის გადმობირებას შეეცდება, რომელიც იჯარით „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობს.

ტურინელები აკვირდებიან „დინამო ზაგრების“ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ დანი ოლმოსაც, „ზალცბურგის“ თავდამსხმელ ერლინ ჰაალანდს და „ბორუსიას“ შემტევ ჯეიდონ სანჩოს.

ასევე „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში არიან: „ბრეშას“ 19 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი, „რომას“ ფეხბურთელები – ნიკოლო ზანიოლო და ლორენცი პელერინი, ასევე „ფიორენტინას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ფედერიკო კიეზა.