პარალიმპიურ კომიტეტსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
პარალიმპიურ კომიტეტსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდისა და პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით ითანამშრომლებენ.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს პარალიმპიური კომიტეტის მიერ რეკომენდირებული ფიზიკური აღზრდის და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას,ასევე ამ მიმართულებებით ერთობლივად დაგეგმილ სხადასხვა აქტივობის გამხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რევაზ რევაზიშვილი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი მერაბ მეტრეველი. მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის დღიდან შევიდა.

დატოვე კომენტარი