პარალიმპიადა 2020 | რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიადის ვერცხლის მედალოსანია #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს მძინეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდა და მეორე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დამარცხდა. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.
დღეს ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ინა ქალდანმაც. ქარღველმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა.
პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი ვერცხლის მედალია და ტურნირზე მომდევნო დღეებში კიდევ ოთხი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს.