გიორგი პაპუნაშვილმა „კოპა დელ რეის“ (ესპანეთის სამეფო თასი) გათამაშებაში ისევ გაიტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი „რეალ სარაგოსა“ გასვლაზე ტარაგონას „ხიმნასტიკს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
პაპუნაშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან ტარაგონელთა კარი 86-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 “სარაგოსას” სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ თასის წინა ეტაპი ‘სარაგოსამ” ქართველის გოლით დაძლია – მაშინ პაპუნაშვილის გოლით გუნდმა დაბალი ლიგის “სოციელამოსი” 1:0 დაამარცხა.
პაპუნაშვილის გუნდი ლა ლიგა 2-ში მესამე ადგილზეა და მთავარ ესპანურ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.თუმცა, დიდი ალბათობით, ქართველი გუნდს ამ მიზნის შესრულებაში აღარ დაეხმარება – არსებული ცნობებით, გიორგი “სარაგოსას” უახლოეს პერიოდში დატოვებს.