პაპუნაშვილმა მოედანი საკაცით დატოვა - ქართველს დიაგნოზს დღეს დაუსვამენ
პაპუნაშვილმა მოედანი საკაცით დატოვა - ქართველს დიაგნოზს დღეს დაუსვამენ

გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ეს უსიამოვნო ამბავი ეპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში შეემთხვა.

პაპუნაშცილის გუნდი, “სარაგოსა” სეგუნდადივიზიონის მე-7 ტურში “ალბასეტეს” ესტუმრა. 22 წლის ქართველი სარაგოსელთა ზირითად შემადგენლობაშ იყო, მაგრამ შეხვედრის 35-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, პაპუნაშვილმა მარცხენა ფეხის ტერფი დაიზიანა და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევას ჩაუტარებენ. “სარაგოსას” ქართველი ლეგიონერის გუნდმა კი ეს მატჩი 2:2 დაასრულა.