გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის სამეფო თასზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და „რეალ სარაგოსა“ გათამაშების 1/32-ფინალში გაიყვანა.
ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „სარაგოსა“ გასვლაზე დაუპირისპირდა „სოკელამოს“, რომელიც ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში, „ტერსერაში“ გამოდის. სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს – 0:1. ერთადერთი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.
24 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი „ რეალ სარაგოსას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა და, როგორც გაირკვა, გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ესპანეთის სამეფო თასის 1/64-ფინალური თამაშები 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდეგ ეტაპზე „სარაგოსას“ მეტოქე მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.