პაპინაშვილი ფინალშია, შავდათუაშვილი და მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]
10:35, 15.12.2018
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, დღეს დაწყებულ წლის ბოლო და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, საქართელოს ნაკრებმა პირველი მედალი გაინაღდა.
მორიგი ბრწყინვალე გდება შეასრულა და ზედიზედ მესამე იპონით, ფინალში დამსახურებულად გავიდა ამირან პაპინაშვილი (60 კგ.). ქართევლი ძიუდოისტის მეტოქე, ნახევარფინალში მონღოლი ამრტუვშინდაშდავაა იყო, რომელმაც ძირითად დროში გაძლო, დამატებითში კი ამირანმა ისეთი გდება შეუსრულა, ტურნირის ტოპ – 10-ში მოხვედრის პრეტენზიაც რომ ექნება.
გადამწყვეტ შეხევდრაში, პაპინაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იქნება, რომელმაც მერვედფინალში მედლებისთისბრძლას, ლუხუმ ჩხვიმიანი გამოთიშა.
მეოთხედფინალში, რუსტამ ორუჯოვთან დამარცხების შემდეგ, რეპეშაჟში წარმატებით იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა. გორელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კოსოვოელი აკილგიაკოვაწუთნახევარში, მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის, ლაშა მონღოლ ოდბაიარგანბაატარს დაუპირისპირდება.
კვარცხლბეკზე ასასვლელად იასპარეზებს ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ.) კიდევ ერთმა გორელმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის დამატებით დროში, მონღოლ ხარენგანბოლდს მოუგო და ახლა მესამე ადგილისთვის, ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შეხვდება.