პაოლო მალდინი - მე და ჩემი ვაჟი კარგად ვართ და ერთ კვირაში განვიკურნებით
„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ და მისმა ვაჟმა დანიელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, უფროსმა მალდინიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან საკუთარ მდგომარეობაზე ილაპარაკა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის.
„ამ ვიდეოთი მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი და საკუთარი ვაჟის მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოხატა. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, ამ ვირუსისგან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განვიკურნოთ.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ჯანდაცვის თანამშრომლებს და სამართალდამცავებს, რომლებიც უმკლავდებიან ამ საგანგებო სიტუაციას მაქსიმალური სიმამაცითა და პროფესიონალიზმით. თქვენ გამო ვამაყობთ იმით, რომ იტალიელები ვართ. კიდევ ერთხელ მადლობა“, – თქვა მალდინიმ.