პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

11:51, 28.12.2017

ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო 13:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 14:00 საათზე იმსჯელებს.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულებს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია დუისში ორი დღის წინ ჩატარდა.

მსგავსი