პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგიშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილსაც