პანკისის ხეობის უხუცესები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
პანკისის ხეობის უხუცესები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

პანკისის ხეობის უხუცესები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

როგორც პირველ არხს უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა, დაჭრილი საზღვარგარეთის კლინიკაში დროულად რომ გადაეყვანათ, შესაძლებელია, ახალგაზრდის სიცოცხლე გადარჩენილიყო.

თემირლან მაჩალიკაშვილს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ დუისში რამდენიმე საათში გადაასვენებენ.

ახლობლების განცხადებით, მაჩალიკაშვილს მშობლიურ სოფელში ხვალ დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინ, დუისში გარდაცვლილის დედა და და ჩავიდნენ.

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.