პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეები ლოცულობენ და კარვების გაშლას აპირებენ [ფოტო]
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეები ლოცულობენ და კარვების გაშლას აპირებენ [ფოტო]

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეები ლოცულობენ. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და კარვების გაშლა დაიწყეს.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. აქციის მონაწილეების ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შს მინისტრის მოადგილესთან ერთად საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ.

სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაცაღნიშნულია,რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.