ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ლეგენდამ, გორან პანდევმა მშობლიურ ქალაქ სტრუმიცაში შესანიშნავი საფეხბურთო კომპლექსი ააშენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ საკუთარ კარიერაზე არ ფიქრობს.
ამის შედეგად, პირველი საფეხბურთო ლიგის გუნდმა „აკადემია პანდევმა“ მორიგი საშინაო მატჩი 7 ნოემბერს ითამაშა არა „მლადოსტის“ სტადიონზე, არამედ, გორან პანდევის აშენებულ საფეხბურთო ცენტრში – პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდმა სტრუმიცას „ბელასიცას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
თავად „აკადემია პანდევი“ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ლეგენდამ 2010 წელს დააარსა. 2014 წლიდან პროფესიული გუნდი დააფუძნეს, რომელიც 2017 წელს ისტორიაში პირველად დაწინაურდა მთავარ საფეხბურთო ლიგაში.
სტრუმიცას საფეხბურთო კომპლექსში მოედნის შესანიშნავი საფარია. მოეწყო 400 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო მაყურებელს ვერ იღებს. პანდევის სპორტულ ცენტრში ასევე არის საცხოვრებელი კორპუსი, სპორტული დარბაზი, საუნა, საცურაო აუზი. პანდევს კომპლექსის პროექტის მშენებლობა 4,6 მილიონი ევრო დაჯდა.