საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მე-13-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. დღის ცენტრალური დაპირისპირება ათენში გაიმართა, სადაც „პანათინაიკოსმა“ თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა. „ოაკას“ დარბაზში გამართული მატჩი, ბერძნული კლუბის უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს, ლიდერი, ნიკ კალატესი აკლდათ, „პაომ“ ოთხივე მეოთხედი მოუგო მეტოქეს და საბოლოოდ 89-76 დაამარცხა. ხავიერ პასკუალეს გუნდმა, ბოლო შვიდ მატჩში, მეექვსე გამარჯვებას მიაღწია და გათამაშების ცხრილში, მესამე-მეოთხე ადგილებს სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ ერთად ინაწილებს. გუშინდელ თამაშში, გამარჯვებულებს, 15-15 ქულით, ჯეიმს გისტმა და კეისი რივერსმა ულიდერეს. 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა კრის სინგლტონმა. „მაკაბის“ შემადგენლობაში, საუკეთესო, ნორის კოული გახლდათ 14 ქულით.
გუშინ გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ფენერბახჩე-ცრვენა ზვეზდა 82-56
ჟალგირისი-ბროზე 88-84
რეალი-ვალენსია 91-72
დღეს მე-13-ე ტურის დარჩენილი ოთხი შევხედრა გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მილანის „ოლიმპიას“ სტუმრად შეხვდება, ხოლო გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ასევე გასვლაზე, „ბარსელონას“ დაუპირისპირდება