პანამელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ხუთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, პანამის დასავლეთ კარიბის და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში საპატრულო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა, რომლის ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხი კატარღა დააკავეს.
სპეცოპერაციის დროს კატარღებზე 5 977 პაკეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს და 13 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის რვა კოლუმბიელი, ოთხი კოსტა რიკელი და ერთი ნიკარაგუელია. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ის ბაზრებისთვის განკუთვნილი კოკაინისთვის მთავარი სატრანზიტო ადგილები ცენტრალური ამერიკა და მექსიკაა.