პალესტინის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ჩაერიონ რაფაჰში იერიშის აღსაკვეთად

19:36, 06.05.2024

პალესტინის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ჩაერიონ და რაფაჰში იერიში აღკვეთონ.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ვაშინგტონს მიმართავს, ზეწოლა განახორციელოს ისრაელზე და შეაჩერონ დაგეგმილი შეჭრა ქალაქში.

„მოვუწოდებთ ამერიკის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ ჩაერიონ, რათა თავიდან ავირიდოთ სისხლისღვრა, რომლის სახიფათო შედეგების შესახებაც გაფრთხილებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში მიიტანა.

მსგავსი