ისრაელის ავიაციამ რაფაჰზე იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ რაფაჰზე იერიში მიიტანა

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში მიიტანა. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს პრესსპიკერის, აჰმედ რიდვანის თქმით, სამიზნე ღაზის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე პერიმეტრი გახდა, კერძოდ კი, ალ შუკას, აბუ ჰალავასა და ალ სალამის ტერიტორიები.

ისრაელმა ალ შუკასა და ალ სალამიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება ცოტა ხნის წინ გასცა და სახმელეთო ოპერაცია დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ ღაზის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ რაფაჰს დღეისათვის 1.4 მილიონამდე პალესტინელი აფარებს თავს, რომელთაც ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის იერიშის პარალელურად, ეტაპობრივად სამხრეთით დაიხიეს.