პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანს, რომელშიც ჯასტინ ტრიუდო სადილობდა, კანადის პრემიერი რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს [ვიდეო]
ვანკუვერში პალესტინელების მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანს, რომელშიც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სადილობდა. ტრიუდო რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.
როგორც მედია წერს, პალესტინის დაახლოებით 250 მხარდამჭერი რესტორნის წინ დროშებს აფრიალებდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს სკანდირებდა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 100 პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრანტების დაშლაში, ხოლო პრემიერ-მინისტრი რესტორნიდან გაიყვანეს. პოლიციამ, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავა.
ვანკუვერის პოლიციის სერჟანტმა, სტივ ედისონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დემონსტრანტების ქმედებებმა, როგორიცაა რესტორნის უკანა ზოლის გადაკეტვა, შეშფოთება გამოიწვია“.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რამდენიმე მომიტინგე რესტორნის შიგნით, რომლებიც ტრიუდოს შეძახილებით მიმართავენ.