პაატა სალია - მე ვარ დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“-მა რაიმე გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს
პაატა სალია - მე ვარ დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“-მა რაიმე გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს

მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს რომ ამის მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტია, საუბარი, რომ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ამის გაკეთებას, თუ ის მიიჩნევს, რომ აღარ არის გუნდის ნაწილი და აღარ არის ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს. თუ ვინმეს უნდა კერძო პირის, ვინმეს წარმომადგენლის ან ადვოკატის სტატუსში რაიმე მოქმედება განახორციელოს სტრასბურგის სასამართლოში, ეს მისი უფლებაა.

რაც შეეხება ჩვენს შიდა ურთიერთობას, ეს არის კორპორატიული ურთიერთობა და ჩვენ ამას გადაწყვეტთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს განაცხადა: „აუცილებლად გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც“.