პაატა მანჯგალაძე - ეს არის არა სამი პარტიის გაერთიანება, არამედ პროცესის დაწყება, რომელიც უნდა გახდეს ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი, ახალი წინააღმდეგობის ფრონტის ნაბიჯი
პაატა მანჯგალაძე - ეს არის არა სამი პარტიის გაერთიანება, არამედ პროცესის დაწყება, რომელიც უნდა გახდეს ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი, ახალი წინააღმდეგობის ფრონტის ნაბიჯი

ეს არ არის სამი პარტიის გაერთიანება, ესაა პროცესის დაწყება, რომელიც უნდა გახდეს საერთო ეროვნული, ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი, უფრო მეტიც, ახალი წინააღმდეგობის ფრონტის ნაბიჯი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა.

„მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.