პაატა მანჯგალაძე - არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთო, მაგრამ ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
პაატა მანჯგალაძე - არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთო, მაგრამ ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს

არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთო, მაგრამ ერთი ადამიანის ჩართვა და ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, კოვოტების განაწილება ფორმალური და ტექნიკური საკითხია, ამას განსაზღვრავს ფრაქციებში რაოდენობა, უპარტიო დეპუტატების რაოდენობა და ფორმულით გამოითვლება.

„მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ მუშაობაში ჩავერთო, მაგრამ ერთი ადამიანის ჩართვა და ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. აუცილებელია, სხვა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, მე ანგარიშს ვუწევ ჩემი ოპოზიციური კოლეგების აზრს, რომ ფუჭი დროის ხარჯვა მიაჩნიათ ამ კომისიაში მუშაობა, შესაბამისად, არც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაზარდა. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, კომისიაში ოთხის ნაცვლად ექვსი წევრი იქნება.