პაატა მანჯგალაძე - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა
პაატა მანჯგალაძე - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ადამიანებს მიზნის მისაღწევად შიმშილობა უწევთ.

„სამწუხაროა, რომ ადამიანებს მიზნის მისაღწევად შიმშილობა და ჰეროიკა უწევთ. არ მომწონს, ქვეყანაში ასეთი რეალობა რომ გვაქვს. კრიტიკული ვიქნებოდი პროტესტის ამ ფორმის მიმართ უკეთესი გეგმა რომ მქონდეს, მაგრამ ოპოზიციას შიმშილობა შედეგს ვერ მისცემს. საჭიროა პროტესტის ფორმების გეგმა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკამ მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობის დასაწყებად კარვები უკვე გაშალეს.