პაატა გურასპაული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა #1TVSPORT
პაატა გურასპაული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 1 დეკემბერს, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარდგინებით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ განცხადება მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში.

gbf.ge