ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა.

„დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. ბიჭი სპონტანურ სუნთქვაზეა, გოგონა კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ორივეს ჩაუტარდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია. ერთს აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა, მეორეს კი, ქალა-ფუძის დაზიანება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დღეს ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ორი მოზარდი კი მძიმედ დაშავდა.