ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავატომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს შეეჯახა.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, გარადაიცვალა.

კლინიკაში გადაიყვანეს მანქანაში მსხდომი ბავშვები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.