ოთხიდან სამი ქართველი მეოთხედფინალშია | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]
08:02, 15.12.2018
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუიში, ძიუდოს მასტერსი დაიწყო. წლის დასკვნით ტურნირში, დღეს ოთხი ქართველი ჩაერთო. მათგან პირველმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) მერვედფინალური დაპირისპირება ვადამდე, ორ წუთსა და 15 წამში დაასრულა და მეოთხედფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ეფექტური იპონით, თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა. მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე, მისთვის კარგად ნაცნობი აზერბაიჯანელი, რუსტამ ორუჯოვი იქნება.
ასევე მერვედფინალიდან და ასევე წარმატებით ჩაერთო ასპარეზობაში ამირან პაპინაშვილი (60 კგ.). მსოფლოს მოქმედმა პრიზიორმა პაპინაშვილმა, სადებიუტო ორთაბრძოლაში მასპინძელ ი შენგს დამატებით დროში მოუგო. ძირითად ოთხწუთეულში ძიუდოისტებმა თითო ვაზა-არის აღება მოახერხეს, დამატებითში კი ოქროს ქულა ამირანმა მოიპოვა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა, სადაც მისი მეტოქე, რუსი ისლამ იაშუევი იქნება.
სამწუხაროდ ამავე წონაში, საკუთარი ორთაბრძოლა ლუხუმ ჩხვიმინამა (60 კგ.) დათმო. იგი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთანვაზა-არით დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
რაც შეეხება დღეს მოასპარეზე მეოთხე ქართველს, ვაჟა მარგველაშვილს, ტურნირი პაპინაშვილისა და ჩხვიმიანის მსგავსად, მანაც წარმატებით დაიწყო. ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა, კუბელ ოსნიელსოლისთან ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოპოვებული უპირტესობა, ბოლომდე შეინარჩუნა და მეოთხედფინალშიც უპრობლემოდ გავიდა. ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მარგველაშვილის მეტოქე, ყაზახი იელდოსზუმაკანოვი იქნება.