ქობულეთის „შუქურას“ საკონტროლო შეხვედრების განრიგი გაირკვა, რომელიც შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა.
რევაზ გოცირიძის გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონისთვის მზადებას ქალაქ ლარაში განაგრძობს, მაგრამ გამგზავრებამდე სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ადგილზე დაზუსტდა.
გუნდი დღეს ზამთრის შეკრებაზე თურქეთში 17 თებერვლის ჩათვლით 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 2 შეხვედრაში ქობულეთელები უკრაინულ გუნდს დაუპირისპირდებიან, თითო-თითო მატჩს კი ჩეხეთის და ყირგიზეთის კლუბებთან გამართავენ.
თურქეთში „შუქურას“ გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი:
07/02 შუქურა – ლვოვი
11/02 შუქურა – ვიშკოვი
13/02 შუქურა – ბიშკეკის დორდოი
16/02 შუქურა – ხარკოვის მეტალისტი