ოთარ კიტეიშვილი - სამუშაო ვიზა მივიღე და შესაძლოა, უკვე „შტურმში“ ვითამაშო
ოთარ კიტეიშვილი - სამუშაო ვიზა მივიღე და შესაძლოა, უკვე „შტურმში“ ვითამაშო

ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც 31 ივლისს ავსტრიის ბუნდესლიგელი გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი გახდა, შესაძლოა, 12 აგვისტოს ახალი კლუბის ფორმა პირველად მოირგოს.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა „შტურმთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის მიუხედავად, გუნდის განაცხადში არ იყო. როგორც 22 წლის ნახევარმცველმა პირველ არხთან განაცხადა, სამუშაო ვიზას ელოდა და ეს პრობლემა მხოლოდ ახლა მოგვარდა.

„ავსტრიაში შრომის უფლების მიღებას ველოდი, რასაც დრო სჭირდება და ამის გამო არ ვთამაშობდი. ახლა ყველა საბუთი გაკეთდა, სამუშაო ვიზა ავიღე და „შტურმში“ თამაშის უფლება მივიღე. ხვალ ავსტრიის ბუნდესლიგის თამაში გვაქვს, სტუმრად „სანკტ-პელტენს“ ვხდებით და ვნახოთ, მწვრთნელი რას გადაწყვეტს. იმედია, სადებიუტო შეხვედრას ჩავატარებ”, – ამბობს კიტეიშვილი.