ოთარ კიტეიშვილი - კოსოვოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - კოსოვოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუბრიკით „ჩემი სანაკრებო ამბავი“ ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა – გრაცის „შტურმის“ ქართველი ლიდერი საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ემოციებს იხსენებს.

„ნაკრებში თამაში ყოველთვის მეხმარებოდა, რომ უფრო თავდაჯერებული და ფორმაში ვყოფილიყავი. პირველი ვარჯიში კარგად მახსოვს – ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვვარჯიშობდი, რომელთა ფანიც ვიყავი“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

„ჯვაროსნების“ ნახევარმცველი 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრას იმედიანად ელის:

„კოსოვოსთან მატჩს რაც შეეხება, უნდა მოვიგოთ, რადგან სახლში ვთამაშობთ და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია“.

კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა გააჩნია:

„იმედი მაქვს, რომ ამ ფორმაციის ნაკრები თავის სათქმელს იტყვის და იმ წარმატებას მიაღწევს, რაც სრულიად საქართველოს გაახარებს“.

მან ბავშობის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ემოცია გაიხსენა:

„ხორვატიის ნაკრების კარში ლევან კობიაშვილმა გოლი რომ გაიტანა, იმ კარის უკანა ტრიბუნაზე ვიჯექი. ხალხი ისე ღრიალებდა და მთელს სტადიონზე უხაროდა. ისეთი ემოცია იყო, დაძინება სახლში მისვლის დროსაც გამიჭრდა“.

კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. „შტურმის“ 10 ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩში ანგარშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.