ოთარ კიტეიშვილი - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩს ატარებს, ისე უნდა გავაცილოთ, როგორც მას შეეფერება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩს ატარებს, ისე უნდა გავაცილოთ, როგორც მას შეეფერება #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ​მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებსა და გუნდის მზადებაზე კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გურამ კაშია ნაკრებიდან ღირსეული თამაშით გაცილებას იმსახურებს.

„ეს ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა, მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ეს შეკრება იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ გურამ კაშია ნაკრებში ბოლო თამაშს ატარებს და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩავატაროთ, როგორც გურამს შეეფერება.

რთული თამაშისთვის ვემზადებით. რუმინელებმა ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფშიც ითამაშეს. მათთან მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“.

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინთან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.