ოსტინ ვანდერფორდს კვლავ კორონავირუსი აქვს. „ბელატორის“ პრომოუშენის საშუალო წონითი დივიზიონის წარმომადგენელმა ამის შესახებ ინფორმაცია თავადვე, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სამწუხაროდ, მომდევნო კვირას ბრძოლას ვერ გავმართავ. კორონავირუსი დამიდასტურდა (უკვე მეორედ). ვაპირებ, რომ დავისვენო და გამოვჯანმრთელდე. როგორც კი შემეძლება გავალ ოქტაგონზე. ჯანმრთელობას გისურვებთ.“
ვანდერფორდი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებლად ასპარეზობს (9-0). „ბელატორში“ მან სულ სამი ბრძოლა გამართა. ვანდერფორდმა კოდი ჯონსს, ჯოსეფ კრირსა და გრაჩიკ ბოზინიანს სძლია. მას მომდევნო ბრძოლა 11 სექტმებერს „ბელატორ 246“-ის ფარგლებში დენიელ მადრიდის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა.