„ნიუ იორკი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯერჯერობით პასიურია. გუნდს ჯერ არც ერთი ხმაურიანი გაცვლა არ განუხორციელებია.
ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, „ნიქსის“ ხელმძღვანელობა ფაქტობრივად მოელაპარაკა ოსტინ რივერსს. წყარო კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროებს. ხელშეკრულების მიხედვით, რივერსი „ნიუ იორკში“ სამი სეზონი ითამაშებს და $10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.