კრისტაპს პორზინგისი, მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის სწრაფ პროგრესს განიცდის
„ნიუ იორკ ნიქსის“ ლიდერი, კრისტაპს პორზინგისი საკუთარ გუნდს უკვე რამდენიმე თვეა ვერ ეხმარება. ლატვიელმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. გუნდის ექიმების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ლატვიელი დიდი კაცის დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა როგორც გაირკვა, თებრვალში „პორზის“ კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგ უკვე დანამდვილებით გახდება ცნობილი მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დღე.