ტრევორ არიზა „ვაშინგტონის“ კალათბურთელია
ტრევორ არიზა „ვაშინგტონის“ კალათბურთელია

ფინიქს სანსის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურელი, ტრევორ არიზა „ვაშინგტონ ვიზარდსის“ ღირსებას დაიცავს. დღის მანძილზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გაცვლა არ განხორციელდებოდა, თუმცა როგორც ჩანს მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა. არიზას სანაცვლოდ „ფინიქსი“ კელი უბრესა და ოსტინ რივერსს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ვეტერანი „ვაშინგტონში“ 2012-2014 წლებში ასპარეზობდა. მომდევნო წლებში კი „ჰიუსტონ როკეთსის“ ღირსებას იცავდა. სეზონის დასაწყისი არიზამ „ფინიქსთან“ ერთად ჩაატარა.