კარის 48 ქულა - გოლდენ სტიტმა დალასში მოიგო [ვიდეო]
კარის 48 ქულა - გოლდენ სტიტმა დალასში მოიგო [ვიდეო]

ფენომენალური მატჩი ჩაატარა, სტეფ კარიმ. გოლდენ სტეიტის ერთ-ერთმა ლიდერმა, დალასში მოგებულ თამაშში, 48 ქულა გააკეთა. ლიგის გამორჩეულმა მსროლელმა, 19 დან 11 სამქულიანი ჩააგდო. მოქმედმა ჩემპიონმა, „მავერიქსი“ 119:114 დაამარცხა. დალასმა, მიმდინარე სეზონში, საკუთარ მოედანზე მეოთხე შეხვედრა წააგო. მატჩის ბოლო წუთები, საკმაოდ საინტერესო გამოდგა, სადაც ლიდერობა საკუთარ თავზე კარიმ აიღო. 28 ქულა მოიპოვა, კევინ დიურანტმა. მასპინძელთა შორის, კვლავ ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. სლოვენიელმა, 26 ქულით დაასრულა თამაში. „უორიორზმა“ ზედიზედ მეოთხე დაპირისპირება მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მოქმედი ჩემპიონი, მხოლოდ დენვერ „ნაგეტსს“ ჩამორჩება, რომელმაც, პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსს“ 116:113 აჯობა.

ფლორიდაში დამარცხდა, ჰიუსტონი. ჯეიმს ჰარდენმა და კამპანიამ, ორლანდოს ვერაფერი მოუხერხა და 109:116 წააგო. „როკეტსის“ ლიდერმა, 38 ქულით, 12 პასით და 9 მოხსნით, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. ამჯერად, ჰარდენის შთამბეჭდავი სტატისტიკა, ტექსასურ კლუბს არ ეყო. მასპინძელთა შორის, საუკეთესო ოსტინ რივერსი გახლდათ, 25 ქულით. ორლადნო „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში, პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის. ჰიუსტონი, დასავლეთში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ატლანტა-მილუოკი 114:133
დენვერი-პორტლენდი 116:113
ლეიკერსი-კლივლენდი 95:101