ოსლოში, ღამის კლუბთან მომხდარ სროლას „ისლამისტური ტერორიზმის“ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს
ოსლოში, ღამის კლუბთან მომხდარ სროლას „ისლამისტური ტერორიზმის“ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

ოსლოში მომხდარ სროლას, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „ისლამისტური ტერორიზმის“ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის ანტიტერორისტულ სამსახურში განაცხადეს.

ქვეყნის ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული 42 წლის პირი ნორვეგიელია, რომელიც 2015 წლის შემდეგ მოექცა სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ როგორც რადიკალურ ისლამისტობაში ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, დაკავებულ პირს ფსიქიკური პრობლემების ისტორია აქვს.

სროლა ნორვეგიის დედაქალაქში 25 ივნისს ღამით მოხდა, კლუბ London Pub-თან. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.