ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მის მიმდებარედ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა
ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მის მიმდებარედ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.

„უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა იყო საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ქცევის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.