სნუკერში 2020-21 წლების სეზონი ირლანდიაში „ევროპის მასტერსის“ სარეიტინგო ტურნირით დაიწყო.
თავისი პირველივე მატჩი დათმო ახალ სეზონში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 44 წლის ინგლისელმა რონი ო’სალივანმა. მან 4:5 წააგო ირლანდიელ აარონ ჰილთან, რომელიც სნუკერის მთავარ ტურში თავის პირველ სეზონს ატარებს.
ო’სალივანმა ერთხელ „ასეული“ გაიფორმა (102 ქულა), ასევე ორი ბრეიკი ჰქონდა (64 და 58 ქულა) ერთ ფრეიმში. ჰილის სერიები იყო – 52, 74 და 78 ქულა.