ოსაკას სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეშვიდედ გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ქალაქ ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი მიმდინარეობს. ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა დღეს მეათე ბრძოლა გამართა და გამარჯვება მეშვიდედ იზეიმა.
ქართველი სუმოისტის მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იყო, რომელიც ლევან გორგაძემ იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე კარგი ბალანსი აქვს – შვიდი მოგება და სამი მარცხი. ლევან გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება, რომელსაც ხუთი მოგება და ოთხი მარცხი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენს მიმდინარე ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რომ რანგით დაბალ დივიზიონში არ დაქვეითდეს და ამ მიზნის მისაღწევად ერთი მოგებაც ჰყოფნის.