ორმა რუსმა ჩოგბურთელმა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო
რუსმა ჩოგბურთელებმა – სოფია დმიტრიევამ და ალია მერდეევამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო. ამის შესახებ იტყობინება ანტიკორუპციული სტრუქტურის Tennis Integrity Unit-ის პრესსამსახური.
დმიტრიევა და მერდეევა დამნაშავედ სცნეს წყვილთა თანრიგის ორ ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობაში. დმიტრიევას ასევე ბრალად ედება გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.
26 წლის დმიტრიევა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში მე-900 ადგილზეა. კლასიფიკაციაში ყველაზე მაღალი პოზიცია 2017 წელს ჰქონდა – 644-ე ადგილი. 23 წლის მერდეევა მსოფლიოს 982-ე ჩოგანია.