ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ანტალიიდან - ძიუდო
ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ანტალიიდან - ძიუდო

ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა გიორგი პაპუნაშვილმა (90კგ) და ლევან მატიაშვილმა (100+) ფინალში იასპარეზეს და სამწუხაროდ ორივე დამარცხდა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გამოცდილი სერბი ვლადიმერ კუკოლი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დღეს ტურნირის დასკვნითი დღე გახლდათ და ჩვენი ძიუდოისტების მონაგარი ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია, სულ კი ჩვენი ბიჭების ანგარიშზე ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაოა.

ლუკა მაისურაძე ტურნირის ჩემპიონია, მეორე ადგილზე ლევან მატიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გავიდნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ბაგრატ ნინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდნენ.