ორი ტესტმატჩი ისრაელთან - მაისურაძემ 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ორი ტესტმატჩი ისრაელთან - მაისურაძემ 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

26 და 28 მარტს საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ისრაელის თანატოლთა გუნდს უმასპინძლებს. ორივე ამხანაგური მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩებისთვის 19-წლამდელთა ნაკრებში (რომელიც ელიტრაუნდისთვის ემზადება) მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: თენგიზ გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (ყველა – დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი გოგსაძე (ორივე – საბურთალო), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები: გიორგი ცეცხლაძე, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მაშავა (ყველა – დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე, დათა ინაიშვილი (ორივე – საბურთალო), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).

ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ელიტრაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთსა და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.

U19 | ელიტრაუნდი

20 მარტი | ჩეხეთი – საქართველო

23 მარტი | შოტლანდია – საქართველო

26 მარტი | იტალია – საქართველო