ორი მოგება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა კირიბაიამა ეფექტურად დაამარცხა (ვიდეო)
ნოემბრის ბაშოს მე-11 დღეს ქართველი სუმოისტის ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კირიბაიამა გახლდათ, რომელიც ამ ბაშოზე კატასტროფულად ასპარეზობს, 1 მოგება და 9 წაგება დაუგროვდა და მაკე-კოშიც (უარყოფითი ბალანსი) გაფორმებული აქვს.
ტაჩიაის შემდეგ ტოჩინოშინმა მოახერხა მეტოქის მავაშის ჩავლება, ეს კი თავიდანვე უპირატესობის მოპოვების ტოლფასი იყო. კირიბაიამა შეეცადა ქართველისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგარამ ბოლოს ტოჩიმ მაინც იძალა, მეტოქე ხელში აიყვანა და იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.
ამრიგად ქართველმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსის გასაფორმებლად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან 2 მოგებაღა სჭირდება. მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.