ორი მატჩი გოლის გარეშე - „სამტრედია“ შეკრებაზე უზბეკურ გუნდებს დაუპირისპირდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება – გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილებმა შეკრებაზე ორი მატჩი ჩაატარეს უზბეკურ კლუბებთან და ორივე ფრედ დაასრულეს.
უზბეკურ „ანდიჟონთან“ გამართული ამხანაგური მატჩი, რომელიც 0:0 დასრულდა, „სამტრედიამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, აბულაძე, მირცხულავა, უბილავა, ხაიბულაიევი, ზარიძე, რობაქიძე, ნაჭყებია, ინჯგია, ჩამბა.
შეცვლაზე შევიდნენ: გვიშიანი, კამლაძე, კილასონია, ხმალაძე, ბოჭორიშვილი, იოსელიანი, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, თევზაძე, კირკიტაძე, ჩარგეიშვილი
მეორე მატჩი გიორგი შაშიაშვილის გუნდმა კვლავ უზბეკურ კლუბ „ყიზილყუმთან“ ჩაატარა და კვლავ ფრედ ითამაშა – 0:0.
„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, კილასონია, მირცხულავა, უბილავა, ხაიბულაიევი, ხმალაძე, რობაქიძე, ნაჭყებია, ინჯგია, ჩარგეიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გვიშიანი, კამლაძე, აბულაძე, ბოჭორიშვილი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, თევზაძე, კირკიტაძე, ჩამბა.