„სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ ითამაშა #TVSPORT
„სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ ითამაშა #TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.

სტუმრებს სამი მოთამაშე დააკლდათ. „ტორპედოს“ კაპიტანი მერაბ გიგაური და ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე მატჩს ტრავმების გამო ტოვებდნენ, ხოლო გიორგი მჭედლიშვილს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. სამაგიეროდ, გუნდს ვირუსისგან მომჯობინებული გიორგი არაბიძე დაუბრუნდა, ხოლო ბრაზილიელმა ახალწვეულმა, აურო ჟუნიორმა სადებიუტო თამაში ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობისას ვიდეორეფერის სისტემა დაზიანდა, თუმცა შესვენების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

ქუთაისელებს ანგარიშის გახსნა მე-10 წუთზე შეეძლოთ, როდესაც სტუმრები ორჯერ გადარჩნენ – „სამტრედიის“ კარში დანიშნული საჯარიმო გიორგი არაბიძემ შეასრულა, დამატებაზე კი რაჰმან აკბარმა სცადა ბურთის გატანა, მაგრამ ორივეჯერ ბურთი ძელს მოხვდა.

საგოლე მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ მეკარეები საიმედოდ თამაშობდნენ და საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ქუთაისის „ტორპედომ“ 17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, „სამტრედია“ (6) კი მე-8 ადგილზე დარჩა.