ორი ლეგიონერი და ტალანტი თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან - ბათუმელებმა სამი მოთამაშე დაიმატეს #1TVSPORT
ორი ლეგიონერი და ტალანტი თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან - ბათუმელებმა სამი მოთამაშე დაიმატეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ კიდევ სამი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა – გუნდის ღირსებას ორი ლეგიონერი და ერთი ქართველი ახალგაზრდა დაიცავს.

ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დანიაში დაბადებული, წარმოშობით ეგვიპტელი 28 წლის ნახევარმცველი ალექსანდრ იაკობსენი დაიცავს, რომლის კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობასა და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

გუნდმა ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ბათუმელთა ღირსებას 27 წლის ანტონ ჩიჩკანი დაიცავს. ბელორუსი გოლკიპერის ხელშეკრულებაც ერთწლიანია და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ახალი სეზონისთვის ბათუმის „დინამომ“ მუხრან ბაგრატიონი დაიმატა. 18 წლის მცველი „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანია. კონტრაქტი 2-წლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.