ორი ხმამაღალი სენსაცია ინგლისის ასოაციაციის თასზე
ორი ხმამაღალი სენსაცია ინგლისის ასოაციაციის თასზე

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში გუშინ, 26 იანვარს, ორი სენსაცია დაფიქსირდა: პრემიერ-ლიგის გუნდები ევერტონი და ვესტ ჰემ იუნაიტედი დაბალ ლიგებში მოასპარეზე გუნდებმა გამოთიშეს ასპარეზობას.

მერსისაიდელები სტუმრად რანგით მეორე ლიგის, „ჩემპიონშიფის“ ბინადარ მილუოლს ეთამაშებოდნენ. ძირითადი დროის ბოლოს, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებული მეოთხე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2-2 იყო, მიურეი უოლასმა მასპინძლებისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

კიდევ უფრო დიდი სენსაცია დაფიქსირდა რანგით მესამე ლიგის, „ლიგა ერთის“ ბინადარ უიმბლდონის საშინაო არენაზე, სადაც მასპინძლებმა ვესტ ჰემ იუნაიტედი 4-2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის 46-ე წუთზე უიმბლდონი 3-0 იგებდა, რის შემდეგაც სტუმართა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ ერთბაშად სამი შეცვლა გააკეთა და ამან ნაწილობრივ გაამართლა: სტუმრებმა ორი გოლის გაქვითვა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მატჩის მიწურულს, მასპინძლებმა კიდევ ერთი გაიტანეს და მეხუთე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ უიმბლდონი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის აუტსაიდერებში იმყოფება.