მანჩესტერ იუნაიტედი ასოციაციის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

10:02, 17.03.2019
WOLVERHAMPTON, ENGLAND - MARCH 16: Willy Boly and John Ruddy of Wolverhampton Wanderers challenge Andreas Pereira of Manchester United during the FA Cup Quarter Final match between Wolverhampton Wanderers and Manchester United at Molineux on March 16, 2019 in Wolverhampton, England. (Photo by James Baylis - AMA/Getty Images)

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში ვულვერჰემპტონმა ოლე გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, რაც ბოლო 21 წლის განმავლობაში ამ გუნდის პირველი მსგავსი წარმატებაა.

პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით ვულვერჰემპტონმა მეორე ტაიმში ყველა კომპონენტში დაჩაგრა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი. აღსანიშნავია, რომ იუნაიტედის კარს დავიდ დე ხეას ნაცვლად სერხიო რომერო იცავდა, რომელმაც რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, თუმცა რაულ ხიმენესის დარტყმულს ვეაღარაფერი მოუხერხა.

სხვა მატჩებში, მანჩესტერ სიტიმ სტუმრად სუონსი 2-3 დაამარცხა, უოტფორდმა კი შინ კრისტალ პალასს 2-1 მოუგო. დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალი გაიმართება, რომელშიც მილუოლი ბრაიტონს უმასპინძლებს.

მსგავსი