ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში ვულვერჰემპტონმა ოლე გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, რაც ბოლო 21 წლის განმავლობაში ამ გუნდის პირველი მსგავსი წარმატებაა.
პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით ვულვერჰემპტონმა მეორე ტაიმში ყველა კომპონენტში დაჩაგრა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი. აღსანიშნავია, რომ იუნაიტედის კარს დავიდ დე ხეას ნაცვლად სერხიო რომერო იცავდა, რომელმაც რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, თუმცა რაულ ხიმენესის დარტყმულს ვეაღარაფერი მოუხერხა.
სხვა მატჩებში, მანჩესტერ სიტიმ სტუმრად სუონსი 2-3 დაამარცხა, უოტფორდმა კი შინ კრისტალ პალასს 2-1 მოუგო. დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალი გაიმართება, რომელშიც მილუოლი ბრაიტონს უმასპინძლებს.