„მანჩესტერ სიტიმ“ „ფულჰემი“ დაამარცხა და ასოციაციის თასისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
„მანჩესტერ სიტიმ“ „ფულჰემი“ დაამარცხა და ასოციაციის თასისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში „ფულჰემი“ დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულის დაცვისკენ. ამასთანავე, პეპ გვარდიოლას გუნდი გახდა პირველი ევროპული კლუბი, რომელმაც წლევანდელ სეზონში 100 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება „ფულჰემს“, ნებისმიერი სახის მცირე მოლოდინი იმისა, რომ ის პრემიერლიგის ჩემპიონს წინ აღუდგებოდა, უკვე მატჩის მეექვსე წუთისთვის გაქარწყლდა, როდესაც მცველმა ტიმ რიმმა გაბრიელ ჟეზუსი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და გაძევებულ იქნა.

ამის შემდეგ, „სიტის“ საქმე კიდევ უფრო გაუადვილდა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

მეხუთე რაუნდში მანჩესტერელთა მეტოქე ორშაბათს, 27 იანვარს, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.